დღეიდან მასწავლებლების ნაწილი მომატებულ ხელფასს აიღებს. საუბარია
წამყვან პედაგოგებსა და მენტორებზე. განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს ინფორმაციით, წამყვანი მასწავლებელი სრული დატვირთვით
მუშაობის შემთხვევაში 700 ლარს - ხოლო მენტორი - 1 000 ლარს
აიღებს.
ცვლილებებამდე კი წამყვანი მასწავლებლის დანამატი 500, ხოლო მენტორის
700 ლარი იყო.
ეკონომიკური დეპარტამენტის საბიუჯეტო სამმართველოს უფროსის მარიამ
ტაბატაძის თქმით, დანამატები საჯარო სკოლის პედაგოგების ნაწილს
მოტივაციის ასამაღლებლად გაეზარდა.
მასალის გამოყენების პირობები