თბილისი-ზუგდიდის მატარებელი უამინდობის გამო ხაშურში გაჩერდა
თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მატარებელი
უამინდობის გამო ხაშურში გარკვეული ხნის მანძილზე გაჩერდა.
საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,
მატარებლების გაჩერების მიზეზი ელექტროენერგიის შეზღუდვა გახდა.
„ხაშური-ზესტაფონის საუღელტეხილო მონაკვეთზე მკაცრი მეტეოროლოგიური
პირობების გამო, ელექტროენერგიის შეზღუდვის შედეგად, დროებით
შეფერხება შეექმნათ მაგისტრალზე მოძრავ მატარებლებს. ამჟამად
ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია და მატარებლების გაშვება ხდება
ეტაპობრივად“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
საქართველოს რკინგზის ცნობით, შესაბამისი სამსახურები მუშაობის
განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდნენ.
მასალის გამოყენების პირობები