სამეგრელო-ზემო სვანეთის წინ შეკრებილი გარემოვაჭრეები ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის
დაწყებას ელოდებიან. მათ მერიის შენობიდან გუბერნიასთან, დაახლოებით,
ერთი საათის წინ გადაინაცვლეს.
გარემოვაჭრეების გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი მათგანი საკრებულოს
სხდომას დაესწრება და დეპუტატებს მათ მოთხოვნებს გააცნობს.
გარემოვაჭრეებს ტრანსფარანტები წაწერებით: „ძირს გოგია“, „ჩვენს
ბავშვებს შიათ“ უჭირავთ.
ისინი, უკვე მესამე დღეა, საპროტესტო აქციებს მართავენ და
გარევაჭრობის უფლების გაგრძელებას ითხოვენ.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში
გარე და შიდა მოვაჭრეების აქციები პარალელურად მიმდინარეობს
მასალის გამოყენების პირობები