ფოთში ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავტოავარიის შედეგად
ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. შს სამინისტროს
ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით
მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის
მოსპობა გამოიწვია.
ავარიის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები