ხობის რაიონის სოფელ ხამისკურში სამგზავრო მატარებელი,სავარაუდოდ,
შუახნის ქალს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, ქალი, რომელიც
ლიანდაგზე გადადიოდა, ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარს შს სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ცნობით, გამოძიება სს
კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა
გამოიწვია.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები