ზუგდიდის მოსახლეობას, მიმდინარე წლის ბოლოდან, 24 საათიანი
წყალმომარაგება ექნება. წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტს
შპს
,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია’’ ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა მაგისტრალური მილსადენი, გამანაწილებელი
ქსელი და ჭაბურღილები, ასევე, აშენდება სატუმბი სადგური, საქლორატორო
და რეზერვუარები.
კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, სამუშაოების 67%
შესრულებულია.
პროექტის ღირებულება 94 135 807 ლარია და მას აზიის განვითარების
ბანკი აფინანსებს. სამუშაოები 2018 წლის დეკემბერში დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები