ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სალონი გუშინ, გვიან
ღამით არასრულწლოვანმა გაქურდა. მან რამდენიმე თმის საშრობი და სხვა
წვრილმანი ტექნიკა წაიღო. სალონის ერთ-ერთი თანამშრომლის მანანა
წითლიძის თქმით, სამსახურში მისულებს კარი გაღებული დახვდათ. მისივე
ინფორმაციით, მოზარდს მოპარული ნივთები პოლიციამ დააბრუნებინა.
„ეს სალონი უკვე მესამეჯერ გაიძარცვა. ამ შემთხვევაში გვითხრეს, რომ
ქურდი მოზარდია და პოლიცია ვერ დააკავებს, მაგრამ ნივთები
დააბრუნებინეს“, - აღნიშნა წითლიძემ.
შს სამინისტროში აცხადებენ რომ, ფაქტზე გამოძიება 177-ე მუხლით
დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყების ცნობით, აღნიშნულთან
დაკავშირებით არასრულწლოვანია მხილებული.
მასალის გამოყენების პირობები