სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის შიდა და გარე პერიმეტრზე
ვიდეოკამერების არსებობა სავალდებულო გახდება,
- ამის შესახებ "ზოგადიგანათლების შესახებ" კანონში შესატან
ცვლილებათა კანონპროექტშია აღნიშნული.
”სკოლების აღჭურვის პროცესი ეტაპობრივად წარიმართება და საქართველოს
უკლებლივ ყველა სკოლას მოიცავს. სკოლებში, სადაც უკვე არსებობს
კამერები, გადამოწმდება მათი დაფარვის არეალი და საჭიროების
შემთხვევაში, გაიზრდება ვიდეოკამერების რაოდენობა. ვიდეოკამერების
ადმინისტრირებას მანდატურის სამსახური განახორციელებს“, - განმარტავენ
შსს-ში.
შსს-ის ინფორმაციით, მანდატურების სამსახურის რეფორმირებასთან
დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს
უახლოეს დღეებში წარედგინება.
მასალის გამოყენების პირობები