ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია გარემოვაჭრეებს
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში შეხვდა. გარემოვაჭრეები შესაბამისი
კონსტრუქციების მოწყობამდე ძველ ადგილებზე მუშაობის გაგრძელების
უფლებას ითხოვენ, თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები
აღნიშნულს არ თანხმდებიან.
"მესმის მათი მდგომარეობა, მაგრამ კანონს ვერ დავარღვევთ. ეს გარემოება გარემოვაჭრეებსაც ესმით... ეს პროცესი ჩიხში არ უნდა
შევიდეს და მოლაპარაკებები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს",
- აღნიშნა ქვარაიამ.
მანამდე გარემოვაჭრეები ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის
შენობაში შესვლას ითხოვდნენ, თუმცა სამართალდამცავებმა ამის საშუალება
არ მისცეს. მოგვიანებით, ქვარაიამ განმარტა, რომ შეხვედრაზე დასწრება
მათთვის არავის აუკრძალავს.
„ჩვენ მათ შევთავაზეთ შემოსვლა, თუმცა თავად ისურვეს, რომ შეხვედრის
დასრულების შემდეგ შემხვდებოდნენ“, - აღნიშნა ქვარაიამ.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ
ქვარაიამ მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 6 ღამეა უნივერიტეტის ფოიეში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ხვალ, 25 ნოემბერს, თბილისში დაანონებულ აქციას შეუერთდებიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები