აფხაზეთში დისლოცირებულ სამხედრო ბაზაზე საველე სწავლება დასრულდა.
მასში 1000-მდე მოსამსახურე და 100-მდე სამხედრო ტექნიკა იყო ჩართული.
სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, წებელდის და
ნაღვალოუს პოლიგონებზე გამართულ სწავლებაში მოტომსროლელი
ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ. სამხედროებმა ზუსტი საბრძოლო სროლის
უნარები გაიუმჯობესეს, რა დროსაც თანამედროვე ჯავშანტრანსპორტიორები
БТР-82А, ტყვიამფრქვევები „პეჩენეგი“ და ხელყუმბარები გამოიყენეს.
წვრთნები აფხაზეთის რუსულ ბაზებზე 2017 წლის სექტემბერშიც გაიმართა.
მათში 500-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.
მასალის გამოყენების პირობები