რეგიონი
საბჭოთა კომუნისტური ტოპონიმიკა ზუგდიდის ქუჩებსა და სოფლებში
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ზუგდიდის იმ ქუჩების და სოფლების სიას აქვეყნებს, რომლებიც დღემდე საბჭოთა კომუნისტურ სახელებს ატარებენ:

"ლავრენტი ბერიას ქუჩა - ბერია 1920-იან წლებში იყო საქართველოს სსრ-ს და ამიერკავკასიის სფსრ-ს უშიშროების აპარატის მაღალჩინოსანი და ხელმძღვანელი, 1930-იან წლებში საქართველოს კომპარტიის ცეკას მდივანი, 1938 წლიდან საკავშირო შსს მინისტრი. ხელმძღვანელობდა მასობრივ ტერორს საქართველოში.

ივანე ვნუკოვის ქუჩა
- ვნუკოვი იყო საბჭოთა არმიის გენერალ-მაიორი, 1920-იან წლებში მონაწილეობდა შუა აზიაში ანტი-საბჭოთა მოძრაობის ჩახშობაში, 1939 წელს იბრძოდა ფინეთში. გარდაიცვალა ზუგდიდში 1988 წელს და ზუგდიდშივეადაკრძალული, სავარაუდოდ ამიტომაც ატარებს მის სახელს ერთ-ერთი ქუჩა.

ნიკოლოზ ოსტროვსკის ქუჩა
- ოსტროვსკი იყო საბჭოთა მწერალი, წიგნის “როგორ იწრთობოდა ფოლადი” ავტორი, საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მხარდამჭერი და იდეოლოგი.

ვასილ კიკვიძის ქუჩა - კიკვიძე იყო საბჭოთა სამხედრო, ახალგაზრდობაში სოციალისტ-რევოლოციონერთა (ესერთა) ტერორისტული რაზმის წევრი, რუსეთში, ე.წ. წითელარამირელებსა და თეთრგვარდიელებს შორის მიმდინარე სამოქალაქო ომში გამოირჩეოდა სისატიკით მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ.

ზუგდიდში ასევე არის ოთხი ქუჩა, რომლებიც ატარებენ რუსეთის ქალაქების სახელებს, კერძოდ: სანკტ-პეტერბურგის (ყოფილი ლენინგრადის) ქუჩა, მოსკოვის ქუჩა, კრასნოდარის ქუჩა და ვოლგოგრადის ქუჩა. აღსანიშნავია, რომ ოთხივე ქუჩას აღნიშნული სახელი საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში მიენიჭა.

სოფელი კიროვი - აღნიშნული სოფელი ატარებს საბჭოთა და კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსნის სერგეი კიროვის სახელს, კიროვი იყო ჩრდილო კავკასიაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების ერთ-ერთი ორგანიზატორი, მონაწილეობდა 1920 წელს აზერბაიჯანის, შემდგომ საქართველოს ოკუპაციაში: სოფლის ძველი, ისტორიული სახელწოდება კი არის “მერე”.

სოფელი ოქტომბერი - სოფელს აღნიშნული სახელი 1917 წლის ე.წ. ოქტომბრის რევულუციის/გადატრიალებასთან დაკავშირებით დაერქვა, მისი ძველი, ისტორიული სახელწოდება კი არის “ცაიშიშ კახათი”.

საქართველოს პარლამენტმა 2011 წელს მიიღო კანონი „თავისუფლების ქარტია”, რომლის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ქუჩების, მოედნების, სოფლების, დაბების კომუნისტური სახელწოდებების აღმოფხვრას ისახავს.

TI-ის განმარტებით, მთავრობის 2011 წლის დადგენილება  “მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ” თვითმმართველ ერთეულებს ვალდებულებას უწესებს გეოგრაფიული ობიექტების საბჭოთა ბოლშევიკურ რეჟიმთან დაკავშირებული სახელები შეცვალონ.

“საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო” მოუწოდებს ზუგდიდის საკრებულოს, უახლოეს ხანებში მიიღოს გადაწყვეტილება და შეცვალოს სოფლებისა და ქუჩების საბჭოთა სახელწოდებები.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.