ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც დღეს დილით ქუთაისში
გაემგზავრნენ, დეპუტატებთან შესახვედრად ემზადებიან. მათი
ინფორმაციით, შეხვედრას
უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებთან ერთად სამი
გარემოვაჭრე დაესწრება.
„ჩვენ მათ გავაცნობთ ჩვენს მოთხოვნებს, ავუხსნით დეტალურად, რაშიც
არის საქმე და ვნახოთ, რა იქნება“, - აღნიშნავენ ისინი.
გარემოვაჭრეებს რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის", „ევროპული საქართველოს“ რამდენიმე წევრი და ზუგდიდის
მაჟორიტარი მერაბ ქვარაია გაესაუბრა.
ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის ინფორმაციით, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი
რომან გოცირიძე გარემოვაჭრეებს დაჰპირდა, რომ პარლამენტში მათ
მოთხოვნებს გააჟღერებს.
ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავეების ნაწილი
ზუგდიდიდან ქუთაისში დღეს გაემგზავრა, ნაწილი კი გუბერნიის შენობასთან
რჩება.
ამავე თემაზე:
ზუგდიდელი
გარემოვაჭრეების ნაწილი ქუთაისში გაემგზავრა
(ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები