დანიის ლტოლვილთა საბჭოს სოხუმის ოფისს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
დანიის ლტოლვილთა საბჭოს რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი დე ფაქტო
რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.
ვინსენტ დონტომ კან ტანიას აფხაზეთში DRC - ის ოფისის ახალი
ხელმძღვანელი ბლერიმ მუხაკსხერი
წარუდგინა.
თავის მხრივ, აფხაზმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო
ორგანიზაციების „აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან
თანამშრომლობის მნიშვნელობას“, - წერს "აფსნიპრესი".
სოხუმში გამართული შეხვედრის მსვლელობისას, აფხაზეთის ტერიტორიაზე
ორგანიზაციის მიერ განხორციელენული პროექტები და 2018 წლის გეგმები
განიხილეს.
მასალის გამოყენების პირობები