ენმ: ზუგდიდის საბავშვო ბაღების აღმზრდელებს იანვრის ხელფასები არ დარიცხვიათ (ვიდეო)
13:09 / 08.02.2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების თანამშრომლებს იანვრის
თვის ხელფასები ამ დრომდე არ მიუღიათ.
ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის
თავმჯდომარემ ანა წითლიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, ბაღის აღმზრდელებთან ხელშეკრულებები დაგვიანებით
გაფორმდა.
„აქ არის ორი პრობლემა. პირველ რიგში ის, რომ ხელშეკრულებები მათ 22
იანვარს გაუფორმდათ და მას შემდეგ ამ დრომდე ათი დღის კუთვნილი
ხელფასები არ დარიცხულა. მოვუწოდებთ მერს, უარი თქვას საკუთარ და
თანამშრომლების კომფორტზე და უახლოეს დღეებში გასცენ ხელფასები,
წინააღმდეგ შემთხვევაში, საკრებულოს სხდომაზე დავიბარებთ ააიპ-ის
ხელმძღვანელსა და მერს“, - თქვა წითლიძემ.
თავის მხრივ, ზუგდიდის მერიაში ამბობენ, რომ იანვრის თვის ხელფასები
უკვე გადარიცხულია, რაც შეეხება ხელშეკრულებების გაფორმების
დაგვიანებას, ამ ფაქტს რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებულ
იურიდიულ საკითხებს უკავშირებენ.
„ბაღების ცენტრი საჯარო რეესტრში დარეგისტრდა 12 იანვარს, 18 იანვარს
კი დაინიშნენ თანამშრომლები. შესაბამისად, სწორედ ამ თარიღიდან
მოხდება მათთვის ხელფასების დარიცხვა და მაქსიმუმ დღეს ან ხვალ ყველა
აღმზრდელს, გამგეს და თანამშრომელს დაერიცხება ხელფასი“, - აღნიშნა
ზუგდიდის მერის მოადგილემ მაიზერ ნანავამ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებმა ფუნქციონირება 22 იანვარს
განაახლეს.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები