ზუგდიდსა და ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში 2-დან 8 თებერვლამდე
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო
მონიტორინგის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის
ფაქტები გამოავლინეს. ჯამში რამდენიმე დღის განმავლობაში 35 740
უაქციზო სიგარეტი ამოიღეს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის
192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს
საქონელი ჩამოერთვათ. საქმეთა მასალები კი საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად,
ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები