თბილისსა და სენაკში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების გამო 3 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და
საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით თბილისსა და
სენაკში 3 პირი დააკავეს. აქედან ორი ცეცხლსასროლი იარაღის
შეძენა-შენახვისთვის ხოლო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის -1 ადამინი.
სულ ამოღებულია: გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. „აბრეზი“, მაკაროვის
სისტემის 2 პისტოლეტი, „GRAND POWER K105“-ის ტიპის ავტომატური
პისტოლეტი, „ნაგანის“ სისტემის რევოლვერი და 98 საბრძოლო ვაზნა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს,
საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით. შს
სამინისტროს ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები