ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზე თოვლის გამო გადაადგილება შეზღუდულია
თოვლისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის
საავტომობილო გზის ჯვარი-უშგულის (კმ30-კმ186) მონაკვეთზე აკრძალულია
მისაბმელიანი,
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის
ავტობუსების მოძრაობა. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების
დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ30-კმ70
ჯვარი-ხაიშის მონაკვეთზე თავისუფალია, ხოლო ხაიში-უშგულის მონაკვეთზე
დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და
მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ამავე გზის ზუგდიდი-ჯვარის მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები