ხობის რაიონში ადგილობრივები საბავშვო ბაღის შესაძლო დახურვას აპროტესტებენ
ხობის რაიონის სოფელ ახალსოფლის მცხოვრებლებმა საბავშვო ბაღის შესაძლო
დახურვის გამო საპროტესტო აქცია გამართეს.
ისინი აცხადებენ, რომ ბაღის დაკეტვის შემთხვევაში საავტომობილო
გზას გადაკეტავენ.
აქციის მონაწილეებს ხობის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ელისო
კვიკვინია შეხვდა და უთხრა, რომ შენობა ეკონომიკის სამინისტროს
ბალანსზეა და ყადაღა ადევს.
ადგილორბივი ხელისუფლების ინფორმაციით, ისინი რამდენიმე ვარიანტს
განიხილავენ, მათ შორის, ბავშვების გადაყვანას ახლომდებარე სოფლის
ბაღში ან ალტერნატიული ფართის მოძებნას. ადგილზე ,,ევროპული
საქართველოსა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"წარმომადგენლები
იმყოფებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები