ზუგდიდში, თეტრის ქუჩაზე, იუსტიციის სახლის მიმდებარედ მოძრავი
ავტომობილი საპირისპირო მხარეს გადავიდა და ტროტუარზე არსებულ
განათების ბოძს დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო
მობილიზებული.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაჯარიმდა.
მასალის გამოყენების პირობები