ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში პეტრე კოლხისა (მამა პეტრე
კვარაცხელია) და დათო არჩვაძის შემოქმედებითი საღამო „შენ თვალებიდან
აპრილი გცვივა“ გაიმართა. ღონისძიებაზე მუსიკოსმა ძველი და ახალი, მათ
შორის, პეტრე კოლხის ლექსებზე შექმნილი სიმღერები შეასრულა. გაჟღერდა
ასევე პეტრე კოლხის ლექსები.
„ეს იყო სიმბოლური და ძალიან ემოციური შეხვედრა. მინდა, მადლობა
გადავუხადო ყველას, ვინც მის შექმნაში მიიღო მონაწილეობა“, - აღნიშნა
პოეტმა.
საღამოზე არჩვაძის სიმღერა ადგილობრივმა შემსრულებლებმაც
შეასრულეს.
„სტუდენტობის შემდეგ ზუგდიდში ასეთი მასშტაბური კონცერტი არ მქონია.
შემიძლია ვთქვა, რომ ემოციებით ვარ სავსე და მადლობა ამისთვის
ყველას“, - თქვა მომღერალმა.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ლიკა როგავა, ლაშა შარაშენიძე და
თამარ გამსახურდია.
მასალის გამოყენების პირობები