სოხუმის პროკურატურამ 2018 წლის 14 თებერვალს დე ფაქტო აფხაზეთის
ჰიმნის ავტორი ვალერი ჭკადუა დააკავა. „აბხაზია ინფორმის“ ცნობით,
„გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს,
რაც არასრულწლოვანის მიმართ ძალადობრივ სექსუალურ ქმედებას
გულისხმობს“.
ჭკადუას მიმართ სისხლის სამართლის საქმე პროკურატურამ სკოლის დამხმარე
პედაგოგის განცხადების საფუძველზე აღძრა. კომპოზიტორისთვის აღკვეთის
ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღის ბოლომდე იმსჯელებს.
მასალის გამოყენების პირობები