ზუგდიდში ენმ-მ თვითმმართველობის საქმიანობის 100 დღე შეაფასა (ვიდეო)
14:36 / 16.02.2018
ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარტიის ოფისში
გამართულ ბრიფინგზე თვითმმართველობის მუშაობის
100 დღე შეაჯამეს. ოპოზიციური პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის
თავმჯდომარის ანა წითლიძის თქმით, ამ ხნის განმავლობაში ადგილობრივ
ხელისუფლებას მოსახლეობის კეთილდღეობისთვის თითქმის არ
უმუშავია.
ბრიფინგზე წითლიძემ რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ
შორის, მერიაში, საკრებულოსა და აიპი-ებში დასაქმებულთა რაოდენობაზე,
რომელიც, მისივე მტკიცებით, 500-ით გაიზარდა, გარდა ამისა, მან
სახელფასო ფონდზეც ისაუბრა და განმარტა, რომ საჯარო მოხელეთა ხელფასმა
მილიონ 500 ათასი ლარი შეადგინა მაშინ, რომცა ბიუჯეტში სოციალურად
დაუცველებისთვის 108 ათასი ლარია გამოყოფილი, ეს კი თითეულ მათგანზე
96 თეთრია.
ანა წითლიძემ საკრებულოში შექმნილ ფრაქციებსა და მათ ხელფასებსაც
გაუსვა ხაზი.
ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ენმ-ში ყურადღება გაამახვილეს, პარკირების
პრობლემაა. წითლიძის თქმით, თაუნ პარკთან დადებული ხელშეკრულების
შემდეგ ბიუჯეტმა 70 000 ლარით იზარალა, ამასთან, კომპანიას
მოწესრიგებული არა აქვს გადახდის სისტემა და პარკირება. წითლიძის
განმარტებით, ამ თანხით ახალი მუნიციპალიური ტრანსპორტის პრობლემის
მოგავრება იყო შესაძლებელი.
ანგარიშში მოხვდა ანაკლიის ნაპირსამაგრი სამუშაოები, რომელთა არ
ჩატარების გამო, ოპოზიციის მტკიცებით, განადგურებულია ინფრასქტრუტურა
და 3000- 5000-მდე სამუშაო ადგილი გაუქმდა. მეორე მხრივ, მათივე
მტკიცებით, შპს „ანაკლია-განმუხურის“ შენახვა, რომელიც უფუნქციოა,
ბიუჯეტს 250 ათასი ლარი უჯდება.
ოფისში დღესვე ზუგდიდის მე-2 და მე-4 საჯარო ბაღების მშენებლობის
პროცესის შეჩერებაზეც ისაუბრეს, რამაც მათივე თქმით, ბიუჯეტი 150
ათასი ლარით აზარალა.
„ფრაქცია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა სულ 57 ინიციატივა
რომელიც მოსახლეობის სხვადასხვა საჭიროებებს ეხებოდა. სამწუხაროა, რომ
არცერთი ჩვენი ინიციატივა, რომელიც შეეხებოდა ზუგდიდელებისთვის
სხვადასხვა პრობლემის მოგვარებას არ გაითვალისწინა. თვითმმართველობის
ამ ასმა დღემ კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, რომ ხელისუფლების
ინტერესი არა მოსახლეობაზე ზრუნვა, არამედ მათი პირადი კეთილდღეობაა“,
- თქვა წითღლიძემ.
თავის მხრივ, ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თქვა, რომ თვითმმართველ
ორგანოებში დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდის შესახებ, ფრაქციამ
არასწორი ინფორმაცია გააჟღერა.
„გაერთიანების შემდეგ სულ 61 ადამიანი დარჩა მერიის გარეთ, ააიპ-დან
კი 50-მდე გათავისუფლდა. არასწორია ინფორმაცია ასევე „თაუნ პარკთან“
დაკავშირებით. მან გადაიხადა დავალიანებაც და ჯარიმაც. თუკი დაარღვევს
ხელშეკრულებულას და არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, ხელშეკრულება
ავტომატურად გაუუქმდება“, - აღნიშნა გოგიამ.
შპს „ანაკლიასა და განმუხუთან“ დაკავშირებით კი მერმა განმარტა, რომ
შპს-ის ფუნქცია აღნიშნულ ტერიტორიეაზე არსებული ინსფრაქტურქტურისა და
ქონების მოვლა-პარტონობაა, რაც საკმაო დიდ რესურსებს მოითხოვს.
ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები საქართველოში 2017 წლის 21
ოქტომებრს ჩატარდა.
Mute
Current Time 0:00
/
Duration Time 0:00
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream TypeLIVE
Remaining Time -0:00
Playback Rate
1
Chapters
Chapters
descriptions off, selected
Descriptions
subtitles off, selected
Subtitles
captions settings, opens captions settings dialog
captions off, selected
Captions
Audio Track
This is a modal window.
Captions Settings Dialog
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
დღეს, 2025 წლის 8 აპრილს, უწყვეტი პროტესტის 132-ე დღეს, ზუგდიდის აქციის მონაწილეები 9 აპრილის მემორიალთან გაათევენ ღამეს, რითაც შუერთდებიან პროევროპული აქციებისას დაკავებულების მშობლების მოწოდებას.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები