ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით
საჯარო საინფორმაციო შეხვედრას
22 თებერვალს გამართავს.
შეხვედრას, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართება,
მერაბ ქვარაია სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გაუძღვება.
ქვარაიას „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გავრელებულ ინფორმაციაში
აღნიშნულია, რომ ღონისძიებაზე დასწრება და კითხვების დასმა ნებისმიერ
მსურველს შეეძლება.
„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, მივიღოთ პასუხები აზიური ფაროსანას
პრობლემის ირგვლივ საინტერესო კითხვებზე პასუხისმგებელი პირებისა და
ექსპერტული ცოდნის ადამიანებისგან, ასევე მოვისმინოთ ინფორმაცია იმ
ღონისძიებებზე, რომლებიც ხორციელდება შესაბამისი სახელისუფლებო
უწყებების მხრიდან ამ პრობლემის მოსაგვარებლად“, - აღნიშნულია
განცხადებაში.
შეხვედრას მაჟორიტარის ბიურო NDI-ს ოფისის მხარდაჭერით ამზადებს.
მასალის გამოყენების პირობები