პოლიციამ სამეგრელოსა და სხვა რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 5-17 თებერვალს
სვანეთში, კახეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოში და
თბილისში
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი
იარაღი დანაშაული პრევენციის მიზნით ამოიღეს. ინფორმაციას ამის
შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ამოღებულია ავტომატური
ცეცხლსასროლი იარაღი “კალაშნიკოვი”, 2 მცირეკალიბრიანი შაშხანა, 6
პისტოლეტი, 3 სანადირო თოფი, 2 ე.წ. აბრეზი, 602 სხვადასხვა კალიბრის
საბრძოლო ვაზნა და 6 მჭიდი.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, პასუხისგებაში 15 პირი მიეცა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სს კოდექსის 236-ე
მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო
მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე
მიმდინარეობს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფოტო:
Police.ge
მასალის გამოყენების პირობები