ზუგდიდში სხვადასხვა ობიექტის გაქურდვის ფაქტზე ორი არასრულწლოვანია
მხილებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სწრაფი კვების
ობიექტისა
და მარკეტის გაქურდვის ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 177-ე მუხლით იყო
აღძრული. უწყების ცნობით, ორივე არასრულწლოვანი დანაშაულს
აღიარებს.
არსებული ინფორმაციით, მოზარდების მიერ წაღებული ნივთები
სამართალდამცავებმა ამოიღეს.
მასალის გამოყენების პირობები