მოსკოვი სოხუმს ელექტროენერგიის დეფიციტის აღმოფხვრაში დაეხმარება
სოჭში დე ფაქტო აფხაზეთის პრემიერ-მინისტრის ბესლან ბარციცის და
რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის ალექსანდრ
ხლოპონინის
შეხვედრა გაიმართა.
„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს სამოქმედო გეგმა,
რომელსაც აფხაზეთში ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის დეფიციტის
წარმოშობის შემთხვევაში აამოქმედებენ.
მიღწეული შეთანხმებების თანახმად, აუცილებლობის შემთხვევაში, რუსული
მხარე მზადაა დე ფაქტო რესპუბლიკას ელექტროენერგია მიაწოდოს.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ, „პრეზიდენტის ადმინისტრაციის“
წარმომადგენელი დმიტრი შამბა, კომაპნია „ჩერნომორენერგოს“ გენერალური
დირექტორი ასლან ბასარია, რუსეთის ენერგეტიკის ენერგეტიკის
სამინისტროს წარმომადგენელი ვიაჩესლავ კრავჩენკო.
მასალის გამოყენების პირობები