ზუგდიდში, რკინიგზის სადგურის შებობის წინ განთავსებული
საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლებმა აქცია განაახლეს.
ისინი საკუთარი მიკროავტობუსებით სამხარეო ადმინისტრაციის წინ
შეიკრიბნენ. აქციის მოინაწილეებთან ერთად იმყოფებოდა მათი ადვოკატი
თანდილა ჯოლოგუა, რომელმაც ჟურნალისტებს უთხრა, რომ გარკვეული პირები
თვითდასაქმებულ მძღოლებს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.
„ჯერ ვერ დავასახელებ კონკრეტულ სახელებს და გვარებს, თუმცა ვფიქრობ,
საღამოს ამის შესახებ ისევ გავაკეთებ განცხადებას. მძღოლების
მოთხოვნების შესახებ კი ამ ეტაპზე ოფიციალური წერილით მინდა მივმართო
გუბერნიას“, - განაცხადა თანდილა ჯოლოგუამ.
მძღოლებმა აქცია გუშინაც გამართეს. ისინი სავაჭრო ცენტრ "ალიანსთან"
ახლად აშენებული ავტოსადგურების დახურვას ითხოვდნენ.
მასალის გამოყენების პირობები