ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ადმინისტრაციული შენობების სამხარეო
ადმინისტრაციის და მერიის შენობების მიმდებარედ არსებულ
ავტოსადგომებზე
შლაგბაუმების მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა. საუბარია გუბერნიის
გვერდით არსებული შლაგბაუმის შეცვლასა და მერიის შენობის უკანა
შესასვლელში მის მოწყობაზე.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10 360 ლარია. ტენდერში წინადადებების
მიღება 27 თებერვალს დაიწყება და პირველ მარტს დასრულდება.
გამარჯვებულმა კომპანიამ შლაგბაუმები ხელშეკრულების დადებიდან 20 დღის
განმავლობაში უნდა მოაწყოს. შესაბამის სამუშაოების საგარანტიო ვადა კი
ორი წელია.
მასალის გამოყენების პირობები