პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის და მარტვილის
მაჟორიტარი დეპუტატის ოთარ დანელიას განცხადებით, მარტვილში
პოლიტიკური
კრიზისი მწიფდება. მისივე თქმით, ამ პროცესის ესკალაციას ხელს
„ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრი უწყობს. აღნიშნულ საკითხთან
დაკავშირებით, დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს
თხოვნით მიმართა, ჩაერთოს სიტუაციის გარკვევაში.
„ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით არაერთხელ გვქონდა საუბარი. მწიფდება
პოლიტიკური კრიზისი, პირდაპირ შემიძლია ვთქვა და ბატონო ირაკლი, მინდა
თქვენ მოგმართოთ თხოვნით, როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ
მდივანს, რომ ჩაერიოთ სიტუაციის გარკვევაში. ვინაიდან, ფაქტია, რომ
არაჯანსაღი სიტუაციაა და მაქვს ინფორმაცია, რამდენიმე ჩვენი
თანაპარტიელი ხელს უწყობს ამ პრობლემის ერთგვარად ესკალაციას“, -
მიმართა დანელიამ კობახიძეს.
მარტვილის მერი ალექსანდრე გრიგალავა ამბობს, რომ ის დანელიას
განცხადებით გაოგნებულია.
„ნამდვილად ვერ გეტყვით, რის საფუძველზე გააკეთა მან ეს განცხადება.
მარტვილში არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს“,
- თქვა გრიგალავამ.
ზემოაღნიშნული განცხადება ოთარ დანელიამ დღეს პარლამენტის პლენარულ
სხომაზე გააკეთა.
მასალის გამოყენების პირობები