როგორი იქნება ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი რეაბილიტაციის შემდეგ,
ამის შესახებ ვიდეომასალას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის
სამინისტრო ავრცელებს.
პროექტის მიხედვით, ლანდშაპტური იერსახის გაუმჯობესების გარდა,
გათვალისწინებულია სხვადასხვა სამშენებლო სამუშაო, მათ შორის,
შენობა-ნაგებობების, საზოგადოებრივი საპირფარეშოს, შიდა
წყალსადენების, კანალიზაციის მოწყობა და სხვა.
ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქციისთვის 11,974,436.72 ლარი დაიხარჯება.
სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ჯავა“ განახორციელებს, რომელმაც
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში
გაიმარჯვა. კონტრაქტის თანახმად, სამუშაოები დაწყებიდან 18 თვის
განმავლობაში უნდა დასრულდეს.
ზუგდიდს ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხის 70%-ის
გადახდა საკუთარი სახსრებით მოუწევს. ამ თანხის 50%-ს მერია 11%-იანი
სესხის სახით, მსოფლიო ბანკიდან აიღებს, ხოლო დანარჩენს მიმდინარე
წლის ბიუჯეტიდან გამოყოფს. რაც შეეხება დარჩენილი თანხის 30%-ს, მერია
გრანტის სახით მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიიღებს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები