ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე, იუსტიციის ყოფილი შენობის წინ
მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი მანქანა გზის სავალ
ნაწილზე ამოყირავდა.
არსებული ინფორმაციით, ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა,
რის შემდეგაც ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი მსუბუქად დაშავდა.
შს სამინისტროს ცნობით, მოხმდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით
დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის
წესის დარღვევას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები