"თანასწორობის მოძრაობის" ზუგდიდის ოფისში ლგბტ თემატიკაზე ანდრო
დადიანის პერფორმანსი სახელწოდებით "ბალიშის პირი" გაიმართა.
წარმოდგენით გამოხატული იყო ის ემოცია და შიში, რომელსაც საკუთარი
ორიენტაციის გამო ლგბტ თემის წარმომადგენლების ნაწილი განიცდის.
საღამოზე ასევე მოისმინეს ანდრო დადიანის ლექსები, რომელიც ბალიშის
ქვეშ მოთავსებული ხმის გამაძლიერებლიდან ისმოდა.
"თანასწორობის მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ემზარ
კვარაცხელია ამბობს, რომ მსგავსი ღონისძიებების ჩატარება რეგიონებში
და განსაკუთებით ზუგდიდში მნშვნელოვანია, რადგან ჰომოფობია უნდა
დაიძლიოს.
"ანდრო დადიანი ერთ-ერთი იმათთაგანია, რომელსაც შიშსა და სტრესში
უწევს ცხოვრობა. ეს მისი ფსევდონიმია, სინამდვილეში ეს ადამიანი
მალავს საკუთარ სახელს და გვარს. მას ეშინია, რომ თუ სხვა გაიგებს მის
ორიენტაციას, მისი ოჯახი გახდება დაცინვის, კრიტიკის და ჩაგვრის
მსხვერპლი. პერფორმანისთვის განსაკუთრებული გარემო მოვაწყვეთ. როგორც
თვითონ ანდრო ამბობს, საკუთარი ოთახი ერთადერთი გარემოა სადაც მარტო
რჩება, თავის ბალიშთან",- აღნიშნა კვარაცხელიამ.
ორგანიზაცია მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები