ფოთში, ნაბადის უბანში, წუხელ გვიან ღამით, ყოფილ სასწავლო ცენტრის
შენობას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად, ერთი
საცხოვრებელი ბინა დაიწვა და 10 წლის მოზარდი დაშავდა. იგი სასწრაფო
სამედიცინო დახმარების სამსახურმა ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ
საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს
საფრთხე არ ემუქრება.
კორპუსში, სადაც ხანძარი გაჩნდა, სოციალურად დაუცველი ოჯახები
ცხოვრობენ.
წყარო: ინტერპრესნიუსი
მასალის გამოყენების პირობები