სოხუმი მოსახლეობის პასპორტიზაციის დასრულებას წლის ბოლოსთვის გეგმავს
გალის რაიონის ადმინისტრაციაში გასვლითი სხდომა ჩატარდა, რომელზეც დე
ფაქტო აფხაზეთში
მიმდინარე პასპორტიზაციის პროცესზე იმსჯელეს.
“აბხაზია ინფორმის“ ცნობით, შეხვედრას, რომელსაც „ვიცე - პრემიერი
ასლან კობახია თავმჯდომარეობდა, იუსტიციის მინისტრი, გალის
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, საპასპორტო სამმართველოს უფროსი, ასევე,
ოჩამჩირის, ტყვარჩელის და გალის რაიონის საპასპორტო განყოფილებების
წამომადგენლები ესწრებოდნენ".
თათბირზე შემუშავდა გეგმა, რომლის თანახმად, მოსახლეობის
პასპორტიზაცია 2018 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულდეს. ხოლო მარტის
ბოლოსთვის, ბინადრობის უფლების დამადასტურებელი 5 000 ბლანკი უნდა
გაიცეს.
მასალის გამოყენების პირობები