აგროჟურნალისტთა ასოციაციამ რეგიონულ მედიასთან შეხვედრა გამართა (ვიდეო)
14:38 / 24.02.2018
საქართველოს ჟურნალისტთა ასოციაციის გამგეობის წევრმა რუსუდან
გიგაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის
რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
მისი თქმით, აღნიშნული შეხვედრის მიზანი საქართველოში
აგროჟურნალისტიკის განვითარება, მედიის მდგრადობისა და პროფესიული
ზრდის ხელშეწყობაა. მან ასევე, ასოციაციის მიზნებზე, სასმომავლო
გეგმებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა.
„მნიშვნელოვანია სოფლად მცხოვრებ ფერმერს ჰქონდეს მისთვის აუცილებელი
და კვალიფიციური მასალა. ამ მიმართულებით ჩვენი ასოციაცია
ჟურნალისტებისთვის ტრენინგების, ვორქშოფების და გაცვლითი პროგრამების
ჩატარებას გეგმავს. შეიქმნა ვებგვერდი, სადაც აგრო მიმართულებით
დაინტერესებულ პირთათვის საინტერესო მასალები დაიდება“, - აღნიშნა
გიგაშვილმა.
ღონისძიება ზუგდიდში, ფაიფურის დასახლებაში არსებულ აგრო სახლში
ჩატარდა.
საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია (AGAJ) არის ჟურნალისტთა
პროფესიული გაერთიანება, რომლის წევრებიც ქმნიან და ავრცელებენ
სასოფლო-სამეურნეო სფეროსა და მასთან დაკაშირებულ ინფორმაციას.
ასოციაცია 2017 წელს დაარსდა.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები