გალის რაიონის სავაჭრო ობიექტიდან ქართული მარკირების მქონე პროდუქცია ამოიღეს
დე ფაქტო აფხაზეთის ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს და
შსს-ს რაიონული ქვედანაყოფის
თანამშრომლებმა ერთობლივი პროფილაქტიკური ღონისძიებები ჩაატარეს, წერს
გამოცემა „აიაირა“. გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში მდებარე
სასურსათო მაღაზია „თამუნას“ შემოწმების შედეგად „საეჭვო
წარმომავლობის ალკოჰოლური პროდუქციის რეალიზაციის ფაქტი
გამოვლინდა“.
ამავე ცნობით, მილიციის თანამშრომლებმა სავაჭრო ობიექტიდან ქართული
მარკირების მქონე 179 ბოთლი ალკოჰოლური პროდუქცია, ასევე, მინერალური
წყალი წარწერით - „ბორჯომი“ ამოიღეს. სულ, 37 210 რუბლის ღირებულების
საქონელი.
ფაქტთან დაკავშირებით, თავმოყრილი მასალა „გადაიგზავნა რაიონულ
სასამართლოში კანონის შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად“, წერს
გამოცემა.
მასალის გამოყენების პირობები