გარდაცვლილი წვევამდელის ოჯახი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს (ვიდეო)
12:22 / 26.02.2018
წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში აფხაზეთის ე.წ. საზღვართან
ტაბელური იარაღიდან გასროლის შედეგად
გარდაცვლილი წვევამდელის ბექა რუსიას ოჯახი ზუგდიდის რაიონული
სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. მათი თქმით, იმ
დანაშაულისთვის, რაც დაკავებულმა ჩაიდინა, 3 წლით თავისუფლების
აღკვეთა მცირე სასჯელია. ისინი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ
და ასევე საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვენ. ოჯახი მიიჩნევს, რომ
მსჯავრდებულ დავით ჯალაღონიას გარდა ამ საქმეში სხვა პირების
მონაწილეობაც იკევთება და მომხდარს მიზანმიმართულ ქმედებას
უწოდებენ.
პროკურორის დავით პაპავას განმარტებით, უწყება სასამართლო
გადაწყვეტილების ოფიცილურად ჩაბარების შემდეგ იმსჯელებს მის
გასაჩივრებაზე. პაპავას ცნობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების
ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე დაწყებული გამოძიება კვლავ
გრძელდება, თუმცა ის ჯალაღონიასთან კავშირში არ არის.
პროცესის დასრულების შემდგე ბრალდებულისა და გარდაცვლილის ახლობლებს
შორის მცირე დაპირისპირება მოხდა.
წალენჯიხის სოფელ მუჟავაში ახალგაზრდა მამაკაცი აფხაზეთის ე.წ.
საზღვართან 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. მომხდარზე საქმე სს კოდექსის
116-ე მუხლით იყო აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას
გულისხმობს. მოგვიანებით, ბექა რუსიას ტელეფონში აღმოჩენილი
ფოტო-ვიდეომასალის საფუძველზე გამოძიება სს კოდექსის 333-ე,
სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო
ფაქტზეც დაიწყო.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ოკუპირებული აფხაზეთისა მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული წესით მიღებას შეძლებს. რუსული სამთავრობო მედია „ტასი“ იუწყება, რომ სამართლებრივი აქტების ვებგვერდზე შესაბამისი ბრძანება პუტინის ხელმოწერით 17 მაისს გამოქვეყნდა.
ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი აცხადებს, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა, სირიამ გაიწვიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები