ჯგალში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი
ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.
ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა. დაშავებული ზუგდიდის
რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ
პაციენტი მრავლობითი მოტეხილობებით შემოიყვანეს. მისი მდგომარეობა
მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე
მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას
უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის
მოსპობა გამოიწვია.
ფოტო: ინტერნეტი
მასალის გამოყენების პირობები