ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების
ცენტრი''-ს ზედამხედველობის ჯგუფის წევრებმა გეგმიური ინსპექტირებისას
ქალაქის ტერიტორიაზე სამართალდამრღვევი პირი გამოავლინეს. ინფორმაციას
ამის შესახებ ააიპ ავრცელებს. გარემოს დანაგვიანებისათვის ფიზიკური
პირი 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად 200 ლარით დაჯარიმდა, რაც
1მ3 -მდე მოცულობით სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს
დანაგვიანებას ითვალისწინებს.
ააიპ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრი''-ს ზედამხედველობის ჯგუფი ყველა
ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოუწოდებს, თავი შეიკავონ
სამშენებლო,ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან
და მიუთითებს,რომ აღნიშნული ნარჩენები მუნიციპალიტეტის მიერ
სპეციალურად გამოყოფილ,ნებადართულ ადგილებში და ტერიტორიებზე
განათავსონ.
მასალის გამოყენების პირობები