სამეგრელოში სხვადასხვა დასახელების უაქციოზო სიგარეტი ამოიღეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა სამეგრელოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის
აქციზური მარკის გარეშე შენახვა-რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს და
ბრალდებულის სახით ერთი პირი დააკავეს.
ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
ავრცელებს. უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
სამეგრელოს რეგიონში, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია
სხვადასხვა დასახელების, ჯამში 3 250 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
მე-200 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის
სახითთავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები