ახალი ამბები
TI: სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნია საწვავის ხარჯების მიხედვით პირველ ადგილზეა (ვიდეო)
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციამ გასულ წელს ქვეყნის მასშტაბით საწვავის შესაძენად ყველაზე დიდი ოდენობით თანხა გახარჯა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა არჩილ თოდუამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან ჟურნალისტებს ორგანიზაციის კვლევის შედეგები გააცნო, რომელშიც TI-მ სამხარეო ადმინისტრაციების მიერ გასულ წელს გაწეული ხარჯები წარმოადგინა.

თოდუას ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიამ საწვავის შესაძენად ყველაზე მეტი თანხა გახარჯა.

„ყველაზე მეტი მოცულობის თანხა საწვავის შესაძენად სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციაში იქნა გახარჯული, მისმა მოცულობამ 86 722 ლარი შეადგინა, რითაც 47 458 ლიტრი საწვავი (ბენზინი, დიზელი) იქნა შეძენილი, გუბერნატორებს შორის საწვავის ყველაზე დიდი ლიმიტით (ერთ თვეზე საშუალოდ 1 500 ლიტრი) სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია სარგებლობს, შესაბამისად, მის მიერ 2017 წლის განმავლობაში 14 356 ლიტრი საწვავი იქნა გახარჯული, რაც 3 434 ლიტრით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან (17 790 ლიტრი) შედარებით“, - განაცხადა თოდუამ.




სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია კვებისა და რესტორნის მომსახურების ხარჯების მიხედვით იმერეთის შემდეგ მეორე ადგილზეა. გუბერნიაში ამისთვის 11 660 ლარი გახარჯეს.

„ამ მონაცემებს 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს ვერ შევადარებთ, რადგან შესაბამისი მონაცემი არ გვაქვს“, - აღნიშა თოდუამ.

რაც შეეხება სხვა ხარჯებს, TI-ის კვლევის შესაბამისად, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციაში პრემია-დანამატის სახით სულ 191 037ლარი გაიცა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 45 036-ით ნაკლებია. გაზრდილია გაცემული ხელფასების ოდენობა. 2017 წელს გუბერნიაში 375 946 ლარი ხელფასის სახით გაიცა, ეს მონაცემები კი 2016 წელს 375 156 ლარს შეადგენდა. გასულ წელს გუბერნატორმა ლევან შონიამ კი 35 400 ლარის დანამატი აიღო.



გაზრდილია ხარჯები სატელეკომუნიკაციო მომსახურებისთვისაც. გასულ წელს გუბერნიამ სატელეფონო მომსახურებისთვის 4 812 ლარი, 2016 წელს კი 3 839 ლარი დახარჯა. აღნიშნული ხაჯებისგან განსხვავებით შემცირდა სამივლინო ხარჯების ოდენობა, რამაც 2017 წელს 4 680 ლარი, 2016 წელს კი 8 110 ლარი შეადგინა.

“საერთაშორიო გამჭვირვალობა- საქართველო“ სხვადასხვა ხარჯების შემცირებას მიესალმება, თუმცა აღნიშნავს, რომ პრობლემურ საკითხად დარჩა 2017 წელს ცალკეული თანამდებობის პირებზე დანამატების ყოველთვიურად გაცემის პრაქტიკა და მოუწოდებს ადდმინისტრაციულ ორგანოებს, ყოველ ინდივიდუალ შემთხვევაში დასაბუთდეს დანამატის გაცემის აუცილებლობა და მიეთითოს შესაბამისი კრიტერიუმები.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დღის სიახლეები
22 / მაისი 2025
უშბაზე ექსპედიციის დროს 29 წლის მთამსვლელი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა.
22 / მაისი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველ სამეგრელოში ფართოდ გავრცელებულ ღომის კულტურაზე და მასთან დაკავშირებულ რიტუალზე, რომელსაც ,,ღუმუშ ოხვამერც“, ანუ ღომის ლოცვას უწოდებდნენ.
22 / მაისი 2025
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა მკვლელობაში ეჭვმიტანილ „დეპუტატს“, ადგურ ხარაზია, უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას ერთხმად დაუჭირა მხარი, იუწყება „აფსნიპრესი“.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.