მთის კურორტებზე დამსვენებლებისთვის სპეციალური აპლიკაცია შეიქმნა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების
განვითარების კომპანიის“ დაკვეთით
ავსტიულმა კომპანიამ „INTERMAPS“ უნიკალური დიზაინის მქონე,
ფუნქციურად და ინფორმაციულად სრულყოფილი აპლიკაცია შექმნა. ის ერთი
ბრენდის ქვეშ აერთიანებს 4 სამთო კურორტს - გუდაური, ბაკურიანი,
გოდერძი, მესტიას.
“მთის კურორტების განვითარების კომპანია“ ცნობით, აპლიკაციაში
მომხმარებელი სხვადასხვა ინფორმაციას მიიღებს, მისი მთავარი ფუნქცია
კი ღილაკის მარტივი დაჭერით სამაშველო სამსახურის გამოძახებაა.
გარდა ამისა, აპლიკაციის დახმარებით მომხმარებლები შეძლებენ გაიგონ
ზამთრის აქტივობების, აბონემენტის ფასების, ამინდის პროგნოზის,
ვებ-კამერების, თოვლის სიმაღლის, ზვავის საშიშროების დონის,
კურორტამდე მისასვლელი გზის მდგომარეობის, საბაგიროების სამუშაო
საათების შესახებ ინფორმაცია. ასევე, შეძლებენ დააფიქსირონ სრიალის
დღეები და GPS მონაცემები შეინახონ.
აპლიკაციაში ინტეგრირებული რუკები კი იძლევა დამატებით ცნობებს
საბაგიროებისა და სასრიალო გზების რაოდენობის, მდგომარეობისა და ტიპის
შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები