სერგეენკო ზუგდიდში: სოფლის ამბულატორიებზე მუშაობა დაწყებული გვაქვს (ვიდეო)
15:19 / 03.03.2018
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, რაიონებში
ამბულატორიების საკითხთან დაკავშირებით
მუშაობა მიმდინარეობს. მან 2014 წელს ე.წ. ცხელ წერტილებში მოდულარული
ამბულატორიების აწყობისა და მათი აღჭურვის პროგრამა გაიხსენა.
„არის შემთხვევები, როცა ამბულატორიის შენობები არავის ბალანსზე არ
არის. დღევანდელი შეხვედრა და ზოგადად, ადგილობრივი ხელისუფლების
ჩართულობა, სხვა მრავალ საკითხთან ერთად იმასაც ითვალისწინებს, რომ
ერთობლივი ძალისხმევით შევძლოთ ამ პრობლემების მოგვარება“, - ასე
უპასუხა სერგეენკომ ჟურნალისტების კითხვას ზუგდიდის ტექნოპარკში.
შეხვედრაზე, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სფეროს
წარმომადგენლები დაესწრნენ, ჯანდაცვის მინისტრმა დაგეგმილ პროექტებზე
ისაუბრა, მათ შორის, მან დამსწრეებს სამკურნალო მედიკამენტების,
მოქალაქის პორტალის, ვაქცინაციის, წითელას ეპიდზედამხევდველობის
შეკავებისა და მოცვის გაუმჯობესების, ასევე, C ჰეპატიტის სკრინინგის
შესახებ გააცნო ინფორმაცია.
„პერიოდულად ჩვენ ვხვდებით სამეგრელოში ადგილობრივი ხელისუფლებისა და
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რათა მიმდინარე რეფორმები და
გამოწვევები გავაცნოთ და ერთად შევაჯეროთ სამოქმედო გეგმა, რაც
უკეთესი შედეგის მომტანი იქნება“, - აღნიშნა სერგეენკომ.
დღესვე შეხვედრაზე პილოტური პროგრამა წარადგინეს, რომელიც აივ შიდსის,
ტუბერკულოზისა და C ჰეპატიტის ადრეულ დიაგნოსტიკას, გამოვლენასა და
სამი დაავადების „ერთი ქოლგის ქვეშ“ - პირველადი ჯანდაცვის დონეზე,
მუნიციპალიტეტების ჩართულობით მართვას გულისხმობს.
საოჯახო მედინიცის ეროვნული სასწავლო ცენტრის დირექტორის ბექა
იოსელიანის თქმით, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია.
„აღნიშნულ რეგიონში შედარებით რთული ვითარებაა. სახელმწიფომ დაისახა
მიზნად, რომ 2020 წლისთვის სრული ელიმინაცია მოახდინოს C ჰეპატიტის.
ეს აქტივობები ხელს უწყობს მოსახლეობის დამყოლობას“, - თქვა
იოსელიანმა.
შეხვედრა ზუგდიდის ტექნოპარკში დისკუსიით გაგრძელდა, რომელზეც
სერგეენკომ სამედიცინო საზოგადოებისგან განხორციელებულ პროექტებზე
მოისმინა შეფასება.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები