ზუგდიდის მერი: მანანა მიქავას წინადადების შემოტანა ახლაც შეუძლია (ვიდეო)
12:47 / 04.03.2018
ზუგდიდის მერიაში ბიზნესმენ მანანა მიქავას ბრალდებას ლაშა გოგიამ
უპასუხა. მუნიციპალიტეტის მერი ამბობს, რომ
სადავო ტერიტორიაზე საინვესტიციო წინადადების შემოტანა ნებისმიერ
მსურველს, მათ შორის მანანა მიქავასაც შეუძლია და არავითარი
კორუფციული გარიგება არ არსებობს.
„ეს მიწა არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრება და თუ ქალბატონ
მანანა მიქავას სურს შემოიტანოს წინადადება და განახორციელოს
საინვესტიციო პირობები, ჩვენ მივიღებთ და განვიხილავთ მას. ჩემთან
ინვესტორი არ მოსულა. პირიქით, მადლობელი ვიქნები, თუ ვინმე კიდევ
უფრო უკეთეს წინადადებას შემოგვთავაზებს“, - თქვა გოგიამ.
რაც შეეხება „ზუგდიდის-სითის“ მრავალფუნქციურ პროექტს, გოგია
განმარტავს, რომ მერიაში აღნიშნული წინადადება მხოლოდ განიხილეს და
გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
გარდა ამისა, მერმა დასძინა, რომ თავად მიქავა აღნიშნულ ტერიტორიაზე
უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ეწევა და მუნიციპალიტეტის კუთვნილი
ტერიტორიიდან გარევაჭრობის საშუალებით იღებს შემოსავლებს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები