ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში არსებული ორსართულიანი შენობიდან 16 წლის მოზარდი გადმოვარდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო
დახმარების ბრიგადამ რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ნაგებობა, საიდანაც მოზარდი ჩამოვარდა, აბანოს ყოფილი შენობაა.საავადმყოფოში ამბობენ რომ, პაციენტს შუბლის არეში ღია ჭრილობა აქვს და ამ ეტაპზე მას სამედიცინო გამოკვლევები უტარდება. მედიკოსების ცნობით, მის სიცოცხლეს, სავარაუდოდ, საფრთხე არ ემუქრება.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მასალის გამოყენების პირობები