ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მეწარმეებისთვის საგრანტო პროგრამას აცხადებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და
ტექნოლოგიების სააგენტო პროექტის
,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში
თანადაფინანსების გრანტების პროგრამას აცხადებს. აღნიშნულთან
დაკავშირებით, ზუგდიდის ტექნოპარკში ხვალ, 6 მარტს საინფორმაციო
შეხვედრა გაიმართება, სადაც დაინტერესებულ პირებს პროგრამის დეტალებს
გააცნობენ.
პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე
ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და
კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების
წარმოქმნის სტიმულირება.
GENIE პროექტის ფარგლებში, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ არის
დაფინანსებული, გათვალისწინებულია თანადაფინანსების გრანტები
სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები ან ორ წლამდე კერძო,
მცირე საწარმოებისთვის.საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი
ბიუჯეტი შეადგენს ორ მილიონ ლარს. მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური
ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ასი ათას ლარს.
მასალის გამოყენების პირობები