ახალი ამბები
მესტიაში მორიგი საპროტესტო აქცია დასრულდა
ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია მესტიაში დღეს ისევ განახლდა. ზემო სვანეთის მოსახლეობა კომპანია „სი ენერჯის“ ოფისთან შეიკრიბა. აქციის ერთ-ერთი მონაწილის მანანა საღლიანის თქმით, ისინი დღეს მესტიის შესასვლელში გზის გადაკეტვას აპირებდნენ, რათა მშენებელი კომპანიის კუთვნილი ტექნიკა არ გამოატარონ. თუმცა,  მათივე ინფორმაციით,  ჰესის მშენებარე კომპანიამ თოვლის გამო შესაბამისი ტექნიკის შეყვანა დღეს ვერ მოახერხა.

რაც შეეხება სპეცდანიშნულების რაზმს, რომელიც, არსებული ინფორმაციით, მესტიაშია მობილიზებული, აქციის მონაწილეები ამ ფაქტს მუნიციპალიტეტის მერს უკავშირებენ.

„ამით შიშის დათესვა უნდათ, თუმცა, ჩვენ არ შევშინდებით. სპეცდანიშნულების რაზმს ორი დღეა მთელი მესტია კონტროლზე ჰყავს აყვანილი. ჩვენ კრიმინალური არაფერი ჩაგვიდენია და რატომ გახდა, ამხელა დანაყოფების შემოყვანა საჭირო, ვერ ვხვდები. ყველაფერში დამნაშავე ადგილობრივი ხელისუფლებაა“, - თქვა საღლიანმა.

თავის მხრივ, მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი ამბობს, რომ სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

„მე ნამდვილად არ ვარ უფლებამოსილი, რომ სპეცდანიშნულების რაზმების შემოყვანის შესახებ ბრძანება გავცე. არც მინახავს ეს რაზმები, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ინვესტიცია, რაზედაც არის საუბარია, აბსოლუტურად კანონიერია. ეს ჰესები რამე საფრთხეს რომ უქმნიდეს ჩვენს რეგიონს, პირველ რიგში ჩვენ ვიქნებოდით წინააღმდეგი. შემიძლია გითხრათ, რომ ეს პოლიტიკური აქციაა, სხვაგვარად ვერ ავხსნი იმას, რატომ არიან აქციაზე ისეთი ადამიანებით, ვინც თავის დროზე ჰესების მშენებლობას მხარს უჭერდა“, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

რაც შეეხება პროექტების გაცნობას, მერის თქმით, ნებისმიერ მსურველს მის განხილვაში მონაწილეობის მიღება შეეძლო.

სვანეთში ჰესებისა და სხვა საფრთხის შემცველი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას მეორე დღეა აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები თვლიან, რომ დაუშვებელია რეგიონში ჰესების მშენებლობის დაწყება, სანამ პროექტს მოსახლეობა არ გაეცნობა.

ამავე თემაზე:

"არა ნენსკრაჰესს" - საპროტესტო აქცია მესტიაში
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.