ანაკლიელებსა და მეზობელი სოფლების მცხოვრებლებს ინგლისურს უფასოდ შეასწავლიან
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მშვიდობის კორპუსთან
თანამშრომლობით ზრდასრულთათვის ინგლისური ენის შემსწავლელ უფასო
კურსზე
მიღებას აცხადებს. ინფორმაციას ამის შესახებ ანაკლიის განვითარების
კონსორციუმი ავრცელებს. ამავე ცნობით, შეთავაზებით სარგებლობა
შეუძლიათ ანაკლიისა და მეზობელი სოფლების მოსახლეობას 17 წლიდან
ზემოთ.
სასწავლო პროცესი მარტში დაიწყება და 12 კვირის განმავლობაში
გაგრძელდება.
გაკვეთილებს მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისეები ორჯერ კვირაში
ანაკლიაში სასტუმრო „პალმ ბიჩში» ჩაატარებენ.
მსურველებმა რეგისტრაციისთვის 12 მარტის ჩათვლით ანაკლიის
განვითარების კონსორიუმის საინფორმაციო ცენტრს უნდა მიმართონ.
მასალის გამოყენების პირობები