რეგიონი
ახალი საგრანტო კონკურსი სტარტაპებისთვის (ვიდეო)
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” ფარგლებში, ზუგდიდში, ტექნოპარკში საინფორმაციო  შეხვედრა გამართა. შეხვედრას ადგილობრივი მოსახლეობა და სტუდენტები დაესწრნენ. შეკრებილებს პროგრამის დეტალების შესახებ ინფორმაცია ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ კასრაძემ გააცნო. მის თქმით, დამწყებ მეწარმეებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, რომ შექმნან ახალი ინოვაციური ტექნოლოგიები და მსოფლიოს გააცნონ. შეხვედრას ადგილობრივი მოსახლეობა და სტუდენტები დაესწრნენ.

„დღეს ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა სამეგრელოს მოსახლეობასთან. მათ ჩვენ გავაცანით, ახალი საგარანტო პროგრამა. ეს არის წვდომა 100 000 ლარიან საგრანტო თანხასთან. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა სამეგრელოს მოსახლეობისთვის, რომ შექმნას ახალი ტექნოლოგიური სტარტაპები და მათი ბიზნეს ინოვციური იდეა, მსოფლიო საზოგდოებას გააცნონ. გაყიდონ თავიათი პროდუქტი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მთელი ეს პროცესი სწორედ იმას უზრუნველყოფს, რომ ინოვაციები, რომელიც საქართველოში იქმნება არ დარჩეს მხოლოდ საქართველოში“, - აღნიშნა კასრაძემ.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება ეთნიკურად აფხაზებსაც შეძლიათ, თუმცა როგორც კასრაძე ამბობს, დაფინანსების შემთხვევაში სააგენტოს მხრიდან მთავარი პირობა იქნება, რომ მათ ქართული კომპანია დააფუძნონ.

პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.მის ფარგლებში გათვალისწინებულია თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები ან ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს ორ მილიონ ლარს. მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ასი ათას ლარს.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.