აფხაზეთში 9 მარტი უქმე დღედ გამოცხადდა. შესაბამის განკარგულება დე
ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ - მინისტრმა ბესლან ბარციცმა ქალთა
საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოსცა,
იტყობინება აფხაზური მედია. ამავე ცნობით, გაცდენილი სამუშაო დღე 1
მარტის შაბათით ჩანაცვლდება. ამდენად, უქმეები 8 დან – 11 მარტამდე
გასტანს.
დანარჩენ საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტს, ხოლო დედის
დღეს – 3 მარტს აღინიშნება. დედის დღე 1991 წლიდან ქვეყნის პირველი
პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას ინიციატივით 1991 წლიდან დაწესდა და
მას 8 მარტი უნდა ჩაენაცვლებინა, თუმცა, მოსახლეობის ნაწილი ორივე
დღესასწულს აღნიშნავს.
მასალის გამოყენების პირობები